დაიბადა ქ. თბილისში 1924 წლის 3 იანვარს. 1941–43 წ.წ. სწავლობდა სამხედრო–საფრენოსნო სასწავლებელში. 1941–45 წ.წ. დიდი სამამულო ომის მონაწილეა. 1954 წლამდე იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში. 1954–57 წ.წ. მუშაობდა კ/ს "ქართული ფილმის" ქრონიკის სექტორში კინოოპერატორის ასისტენტად, 1957–68 წ.წ. – საქართველოს ტელევიზიაში კინოოპერატორად, ხოლო 1968 წლიდან გარდაცვალებამდე – კომპანია "ქართულ ტელეფილმში" კინოოპერატორად. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1977), "წითელი ვარსკვლავის" ორდენის კავალერი.