დაიბადა ქ. თბილისში 1933 წლის 13 ივნისს. 1953–57 წ.წ. სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტში. 1964 წელს დაამთავრა საკავშირო რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული უმაღლესი კინოსაოპერატორო კურსები. 1958 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ტელევიზიაში. იყო საქართველოს ტელევიზიის მთავარი კინოოპერატორი. არის უმაღლესი კატეგორიის ოპერატორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1977), ღორსების ორდენის კავალერი (1999).