დაიბადა 1953 წლის 16 მარტს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1980-90 წ.წ. მუშაობდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრში და ტელეფილმების სტუდიაში, 1997-2005 წ.წ. - საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, სოციალური რეკლამის რეჟისორად და სცენარისტად, 2005-09 წ.წ. - ტელეკომპანია „საქართველოს“ სოციალური რეკლამის რეჟისორად და სცენარისტად.