დაიბადა 1960 წლის 18 აგვისტოს ქ. თბილისში. 1979 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო სასწავლებელი, ხატვა-ხაზვის სპეციალობით, 1987 წელს - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი თეატრის მხატვრობის სპეციალობით. 1978 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში. მისი ნახატები ინახება ამერიკის, კანადის, ინგლისის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, ბელგიის, გერმანიის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში. ამჟამად მუშაობს ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო-პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფერწერის განყოფილების ხატვა-ფერწერის მასწავლებლად.