დაიბადა 1944 წლის 3 იანვარს ქ. თბილისში.1960 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე (დოდო ალექსიძის ჯგუფში), მაგრამ მეორე კურსის მერე თეატრალურ ინსტიტუტში სწავლა მიატოვა, გახდა სამხატრო აკადემიის სცენოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტი და იგი 1967 წელს თეატრალური მხატვრის სპეციალობით დაამთავრა ( ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნო). 1969-82 წ.წ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მხატვარი. ამის პარალელურად 1974 წელს სანდრო მრევლიშვილთან და გაიოზ კანდელაკთან ერთად დააარსა ახალგაზრდული სტუდა ”მეტეხის თეატრი”. საქართვეელოს დამსახურებული მხატვრი (1981), საქართვეელოს სახელმწიფო პრემის ლაურიატი (1991).