დაიბადა თბილისში 1955 წლის 3 იანვარს. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის კინო-ტელე განყოფილება. მიღებული აქვს მონაწილეობა 150-ზე მეტ გამოფენაში საქართველოში და საზღვარგარეთ. 1986-2007 წლებში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კინო დეკორაციის კომპოზიციას. 1984 წლიდან დღემდე ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის პროფესორი. ნამუშევრები ინახება მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში: საქართველო, აშშ, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, იტალია, იაპონია, თურქეთი...