დაიბადა 1937 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და ქანდაკების ფაკულტეტი (გრაფიკის განყოფილება). 1961 წელს მუშაობდა საქართველოს სამხატვრო ფონდის სამხატვრო კომბინატში მხატვრად. 1961–76 წლებში მთავარპოლიგრაფმრეწველობის ქართული შრიფტების ექსპერიმენტალურ ლაბორატორიაში მთავარ მხატვრად; 1976–97 წლებში კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ დამდგმელ მხატვრად.