დაიბადა 1958 წლის 14 აგვისტოს. 1975 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ფირის დამამუშავებელ საამქროში. 1979 წლიდან დღემდე მუშაობს ამავე სტუდიაში ფილმის მონტაჟიორად. სტუდიაში გადაღებულ ბევრ ფილმზე ნამუშევარი აქვს როგორც მონტაჟის ასისტენტს.