დაიბადა 1988 წლის 10 სექტემბერს. დედა - ლეილა მჭედლიშვილი, მამა - გელა მელიქიძე, და - სოფო მელიქიძე. 2004 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 2007 წელს კომპიუტერული ტექნოლოგიების კოლეჯი. ამჟამად სწავლობს ტელე–რადიო ინსტიტუტში შეთავსებით რეჟისორის, მონტაჟის რეჟისორის და ოპერატორის ფაკულტეტებზე. 2010 წელს ყოველგვარი დაფინანსების (ბიუჯეტის) და პროდიუსერის გარეშე დამოუკიდებლად საკუთარი სცენარით გადაიიღო თავისი პირველი მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "1 ნათელი დღე" ( მეგობრების დღიური).