დაიბადა 1941 წლის 7 იანვარს თბილისში. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგი ასაფ მესერერი). 1960–1962 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1966 წელს დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორიის საბალეტო განყოფილება (პედაგოგი ფეოდორ ლოპუხოვი). 1978–1980 და 1985–1990 წლებში იყო თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის ბალეტმეისტერი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1972–1980 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმეისტერი, 1980–1983 წლებში პერმის თეატრის ბალეტმეისტერი, 1983–1985 ლენინგრადის კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ბალეტმეისტერი, 1992 წლიდან არის სანკტ–პეტერბურგის ვაგანოვის სახელობის ქორეოგრაფიული აკადემიის საბალეტო კათედრის გამგე. საქართველოს სახალხო არტისტი (1989).