დაიბადა 1955 წელს თბილისში. დაამთავრა არქიტექტურის ფაკულტეტი. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, ახმეტელისა და გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში კოსტიუმების მხატვრად მუშაობის პერიოდში ფოტოგრაფიითა და დოკუმენტური კინოთი დაინტერესდა. მისი თეატრალური წარმოდგენები და ფოტოების პერსონალური გამოფენები მოეწყო როტერდამში, ამსტერდამში, თბილისსა და სხვა ქალაქებში. პიტერ იან სმიტთან ერთად დააფუძნა კინოკომპანია PS Pictures. "რა თქმა უნდა, ამერიკაში!" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია.