დაიბადა 1977 წლის 12 ნოემბერს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (1987), მუსაიკალური სასწავლებელი ფორტეპიანოს კლასი (1992), ხელოვნების ინსტიტუტი სპეციალობით ”რეჟისორ-ქორეოგრაფი” (1997), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ”საერთაშორისო ურთიერთობა” (1999), ცეკვისა და მუსიკის აკადემია თელ-ავივში (2001). 1994-1995 წლებში მუშაობდა შტატგარეშე კორესპონდენტად გაზეთ ”კავკასიონში”, 1997 წელს იყო რადიო ”106.4”-ის წამყვანი (DJ), 1999 -ში ქორეოგრაფი თეატრში ”სარდალი”. 2002 წელს ქ. კარმელიის (ისრაელი) მუნიციპალიტეტში შედგა მისი ნახატების პერსონალური გამოფენა.