დაიბადა 1967 წელს გალში. 1989 წელს დაამთავრა თსუ სოხუმის ფილიალის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 2001 წელს - საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 2001-2003 წლებში სტაჟირება გაიარა მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში მარლენ ხუციევისა და ვიქტორ ლისაკოვიჩის ხელმძღვანელობით.