დაიბადა 1957 წლის 13 აგვისტოს. 1976 წელს დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ქანდაკების ფაკულტეტი, 1981 წელს საქართველოს თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტის მულტიპლიკაციის განყოფილება. 1981 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” მულტიპლიკაციური ფილმების გაერთიანებაში დამდგმელ რეჟისორად, 1990 წლიდან მუშაობს სხვადასხვა ტელეკომპანიებში რეჟისორად.