დაიბადა 1969 წელს პარიზში. მოლიერის სახელობის ლიცეუმის ბაკალავრის დიპლომით დამთავრების შემდეგ 1989 წელს სწავლა განაგრძო სორბონის უნივერსიტეტში კინო-ვიდეოფაკულტეტზე. 1992-96 წლებში სწავლობდა პარიზის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში, 2004 წელს კი დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, ვალერი ლანსკოის სახელოსნო.