დაიბადა 1947 წლის 28 მარტს თბილისში. რიგაში იყო სერგეი ეიზენშტეინის სასკოლო მუზეუმის დირექტორი. 1977 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი, 1982 წელს – იმავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვისა და თამარ მაკაროვას სახელოსნო). იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო კინოსტუდია ”ქართულ ფილმში”. შემდეგ მუშაობდა გორკის სახელობის კინოსტუდიაში, ხოლო შემდეგ – გაზეთ ”იზვესტიის” რედაქციაში.