დაიბადა ქ. თბილისში 1965 წლის 27 იანვარს. 1982 წელს დაამთავრა თბილისის 151-ე საშუალო სკოლა. ფილოლოგი-გერმანისტი, ისტორიკოსი. სწავლობდა თბილისის, იენის, ბერნის, პოტსდამის, ბერლინის და ვენის უნივერსიტეტებში. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002).
1992-1995 წლებში იყო საქართველოს რადიოს კორესპონდენტი ბერლინში (გერმანიაში პირველი ოფიციალურად აკრედიტირებული ქართველი ჟურნალისტი). 1996-2001 წლებში მუშაობდა თბილისის გოეთეს ინსტიტუტში კულტურული და სამეცნიერო პროგრამების მენეჯერად. 2002-2003 წლებში იმყოფებოდა ბავარიის ტელერადიომაუწყებლობასთან არსებულ ერთწლიანი სასცენარო სახელოსნოში. 2003-2004 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ში ჟურნალისტად. 2006-2010 წლებში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინომემკვიდრეობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელად. 2010 წლიდან არის გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი.