დაიბადა 1978 წელს. 1998 წელს დაამთავრა თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 2004 წელს – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეარტისა და კინოს უნივერსიტეტის ბალეტის რეჟისურის სპეციალობით (გოგი ალექსიძის სახელოსნო). 1997 წლიდან არის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მსახიობი, მუშაობს აგრეთვე, როგორც ქორეოგრაფი.