დაიბადა 1969 წლის 31 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1986–1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში, სპეციალობით ინჟინერ–ტექნოლოგი. 1992–1994 წლებში მუშაობდა ვიდეო ინჟინრად სტუდიაში „მეტეხი–ვიდეო“; 1994–1996 წლებში ვიდეო–ინჟინრად ფირმა „დივეკომში“ (მოსკოვი); 1996 წლიდან მუშაობს „ნეოსტუდიაში“ მთავარ ინჟინრად.