დაიბადა 1943 წლის 5 აგვისტოს თბილისში. 1957–1961 წლებში სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში (ფორტეპიანოს კლასი), 1961–1966 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1969–1974 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამისა და კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (ლილი იოსელიანის სახელოსნო). გაიარა პრაქტიკა გიორგი ტოვსტონოგოვთან, იოუზას მილტინისთან (პანევეჟისი, ლატვია), ”ბერლინელ ანსამბლის" მთავარ რეჟისორთან – მანფრედ ვეკვერტთან. ესწრებოდა ანდრეი ტარკოვსკის ლექციებს მოსკოვში. 1967 წლიდან მუშაობდა რეჟისორების ნანა მჭედლიძისა და სიკო დოლიძის ასისტენტად. 1978 წლიდან არის „კინოსტუდია" ”ქართული ფილმის” რეჟისორი.