დაიბადა 1936 წლის 21 სექტემბერს თბილისში. 1955 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია. მუშაობა დაიწყო კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” რეჟისორის ასისტენტად. 1959–1964 წლებში სწავლობდა მოსკოვის კინემატოფრაფიის საკავშირო ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (ალექსანდრ ზგურიდის სახელოსნო). 1966 წელს დაიცვა დიპლომი ფილმით ”შაბათი რომ დაღამდება”. 1968–1971 წლებში მუშაობდა ტელეფილმების სტუდიაში.