დაიბადა 1954 წლის 8 ოქტომბერს. 1974 წელს დაამთავრა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის II მუსიკალური სასწავლებელი (ფორტეპიანოს კლასი). 1980 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამის რეჟისურა. მუშაობდა გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში. 1979–2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, დამდგმელ რეჟისორად.დადგმული აქვს სატელევიზიო სპექტაკლები, 30–მდე ტელე–ზღაპარი.