დაიბადა 1961 წლის 6 მაისს თბილისში. 1985 წელს დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1978–1980 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორის ასისტენტად. 1985 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის სხვადასხვა რედაქციებში რეჟისორის ასისტენტად, ხოლო 1990 წლიდან 1993 წლამდე – კომპანია "ქართულ ტელეფილმში" რეჟისორად.