დაიბადა 1940 წლის 24 სექტემბერს. 1972 წელს დაამთავრა ლენინგრადის თეატრის, მუსიკის და კინოს ინსტიტუტი. მუშაობდა საქართველოს კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების სახელმწიფო არქივში, განყოფილების გამგედ. 1970 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად, როჟისორად. 1975 წლიდან საქართველოს სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანე"-ს რეჟისორია. 1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის ომის მოვლენების გადაღებაში, დაჯილდოებულია ორდენით მამაცობისათვის.