დაიბადა 1946 წლის 6 აპრილს თბილისში. 1980–1984 წლებში სწავლობდა ლენინგრადის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. 1965–1972 წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1972–2002 წლებში მოღვაწეობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის კომპანია "ქართულ ტელეფილმში".