დაიბადა 1927 წლის 24 იანვარს თბილისში. 1947–1952 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. მუშაობდა რეჟისორად სხვადასხვა თეატრებში: ქართულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში (1953–1961), გრიბოედოვის სახელობის თეატრში (1961–1970; 1973–1976), კინომსახიობთა თეატრში (1976–1979), რუსულ მოზარდმაყურებელთა თეატრში (1971–1973). 1953–2006 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრალურ ინსტიტუტში. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), ღირსების ორდენის კავალერი (2002).