დაიბადა 1929 წლის 5 ივნისს თბილისში. 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი, 1952 წელს – სამხედრო სასწავლებელი. 1957–1959 წლებში მუშაობდა სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში ოპერატორის ასისტენტად, ხოლო 1960 წლიდან – საქართველოს ტელევიზიაში კინოოპერატორად.