დაიბადა 1932 წლის 4 დეკემბერს თბილისში. 1950–1955 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეარტალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, ჯერ ახალგაზრდული რედაქციის რეჟისორად, შემდეგ ამავე რედაქციის მთავარ რეჟისორად, 1970 წლიდან – ტელეპროგრამების დირექციის მთავარ რეჟისორად, 1975 წლიდან – ლიტერატურულ–დრამატულ რედაქციაში მთავარ რეჟისორად. 1996 წლიდან იყო ტელერადიომაუწყებლობის ინსტიტუტის პრორექტორი.