დაიბადა 1940 წლის 11 ივნისს ბათუმში. 1964 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენა). 1964–1965 წლებში მუშაობდა ინგლისური ენის მასწავლებლად ბათუმის მე–3 სკოლაში, ხოლო 1965–1967 წლებში თბილისის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში. 1969–1971 წლებში სწავლობდა მოსკოვის სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლეს ორწლიან კურსებზე რეჟისურის განხრით (გია დანელიას სახელოსნო). 1972–1991 წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორად. 1991 წლებში გადავიდა კინოკორპორაციის შტატში. 1992–2001 წლებში იყო კორპორაცია "შემოქმედის" სცენარისტი.