დაიბადა ქ. თბილისში 1941 წლის 29 სექტემბერს. 1961 წელს დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (რ. ტარასოვისა და გ. ევდოკიმოვის კლასი), 1979 წელს – თეატრალური ხელოვნების საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის ქორეოგრაფიული ფაკულტეტი (როსტისლავ ზახაროვის კლასი). სსრკ–ს სახალხო არტისტი (1976), ლენინური პრემიის ლაურიატი (1970), სსრკ–ს სახელმწიფო პრემიის ლაურიატი (1977), პარიზის ვაცლავ ნიჟინსკის პრემიის (საბალეტო ”ოსკარი”) მფლობელი.