დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს სოფელ არგვეთში (საჩხერის რაიონი). სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1948–1953 წლებში – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1953–1957 წლებში მუშაობდა ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის თეატრში, 1958 წელს – რუსთაველის თეატრში. 1960 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს ტელევიზიაში.