დაიბადა 1954 წლის 5 იანვარს თბილისში. 1971–1976 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1977–1980 თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე კინოდრამატურგიის განყოფილება (ერლომ ახვლედიანის სახელოსნო). 1994–1997 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტელევიდეორეჟისურის ფაკულტეტზე. 1979 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორად.