დაიბადა 1923 წლის 15 დეკემბერს ოზურგეთში. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ოზურგეთის თეატრში მსახიობად. შემდეგ მოღვაწეობა გააგრძელა საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორად. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართელოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საზოგადეობრივი ფაკულტეტის სარეჟისორო განყოფილებაზე – რეჟისურისა და მსახიობის ოსტატობაზე.