დაიბადა თბილისში 1953 წლის 10 ივნისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (თსსა) ფერწერის ფაკულტეტი. 1974 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), GEETZ-ის (მიუნჰენი), ჰენრი ნანენის კოლექციებში. 1998 წელს მიღებული აქვს საქართველოს ღირსების ორდენი. 1995 წლიდან არის დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 1988 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში.