დაიბადა 1959 წლის 10 ნოემბერს. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1980-1992 წ.წ. მუშაობდა რუსთაველის სახელობის აკ. თეატრში დამდგმელ რეჟისორად. 1992-96 წ.წ. იყო ”კავკასიის ტელე-რადიო კომპანიის” სამხატვრო ხელმძღვანელი. 1996 წელს დაარსა ”თეატრალური სარდაფი”, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1998 წლამდე. 1999 წლიდან არის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2001 წელს მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა ”თავისუფალი თეატრი”.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს სახელმწიფო და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების პრიზების მფლობელი.