დაიბადა 1956 წლის 27 თებერვალს თბილისში. 1986 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ლანა ღოღობერიძის სახელოსნო). 1988–1990 წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად, 1990 წლიდან დამდგმელ რეჟისორად. მუშაობდა თეატრალური ინსტიტუტში პედაგოგად, ხელმძღვანელობდა კინო–ტელერეჟისურის შემოქმედებით სახელოსნოს.მიღებული აქვს საარბრიუკენის საერთაშორისო კინოფესტვლის დიპლომი (1990).