დაიბადა 1908 წლის 18 თებერვალს პეტერბურგში. 1927 წელს დაამთავრა ლენინგრადის საეკრანო ხელოვნების ტექნიკუმი. 1929 წელს სამუშაოდ გადავიდა "სოვკინოში" (ახლანდელი "ლენფილი"), სადაც იოსებ ხეიფიცთან ერთად ჩამოაყალიბა პირველი კომკავშირული დამდგმელი ბრიგადა, რომელმაც გამოუშვა ფილმი "ქარი სახეში". საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1969), შრომის გმირი (1978)