დაიბადა 1902 წლის 25 ოქტომბერს სოფელ კახში (საინგილო). მისი ქალიშვილობის გვარია ხუციშვილი. 1917 წელს მათი ოჯახი კახეთში ცოდნისკარში (ლაგოდეხის რაიონი) გადასახლდა. იგი სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ხოლო 1923-1925 წლებში სწავლა გააგრძელა იენის (გერმანია) უნივერსიტეტში. 1926–1937 წლებში მოღვაწეობდა სახკინმრეწვში ჯერ თანარეჟისორად, ხოლო შემდეგ რეჟისორად.