დაიბადა 1964 წლის 29 ივლისს ქ. თბილისში. 1988 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის სპეციალობით. 1986 წელს ახალგაზრდა კომპოზიტორთა საკავშირო კონკურსზე დაიმსახურა III პრემია ნაწარმოებისათვის ”ჯარჯი ფხოველის სამი ლექსი”. სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა 1990 წელს. ამავე წლიდან არის კომპოზიტორთა კავშირის წევრი. კონსერვატორიაში სწავლისა და მისი დასრულების შემდეგ შეთხზული აქვს საოპერო, საბალეტო, სიმფონიური, საგუნდო, ვოკალური, კამერული და საკრავიერი ჟანრის ნაწარმოებები. ქმნის მუსიკას კინოსა და თეატრისათვის. მისი თხზულებები სრულდება სხავდასხვა საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებზე საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკასა და რუსეთში. უძღვება სანოტო გამომცემლობასა და აუდიო სტუდიას სახელწოდებით ”საავტორო სტუდია”. 2006 წელს დააარსა ”ბგერის თეატრი”. იგი არის ანსამბლ ”სტუმარის” წევრი, სადაც მღერის და უკრავს ფლეიტაზე და კლიავიშზე მეუღლესთან დავით ხოსიტაშვილთან (გიტარა), თავის დასთან მარინა ჯანჯღავასთან (ვიოლინო) და ნოდარ მანჩხაშვილთან (დასარტყამი საკრავები) ერთად.