დაიბადა ქ. ქუთაისში 1906 წლის 30 მაისს. 1932 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია და მუშაობა დაიწყო საქართველოს რადიოკომიტეტში, ჯერ მუსიკალურ გადაცემათა რედაქტორად, შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელად. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1950), საქართველოს სახალხო არტისტი (1966).