დაიბადა 1939 წლის 7 თებერვალს ქ. თბილისში. სწავლობდა ნიჭიერ ბავშვთა მუსიკალურ ათწლედში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი (პროფესორ ანდრია ბალანჩივაძის კლასი). 1959-1962 წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმში". დოკუმენტური ფილმების სტუდიაში – მუსიკალურ რედაქტორად. 1962-1978 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში. 1968 წლიდან იყო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური განყოფილების უფროსი, შემდეგ ხმის მთავარი რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დმასახურებული მოღვაწე (1983). ღირსების ორდენის კავალერი (1998). თბილისის საპატიო მოქალაქე (2004).