დაიბადა 1911 წლის 27 ნოემბერს თბილისში. 1933 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1934 წლიდან მუშაობდა "სახკინმრეწვში" ჯერ წარწერების საამქროში მხატვრად, მულტფილმების წარმოების შემდეგ ანიმატორად. იგი იყო ქართული მულტიპლიკაციის ერთ-ერთი პიონერი.