დაიბადა 1973 წელს. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანიმატორი და ვიზუალური ეფექტების რეჟისორია. მას მიეწერება თანამედროვე ჰოლივუდის ფილმებში თავისუფალი და ბუნებრივი ანიმაციური პერსონაჟების დაბრუნება.