დაიბადა 1878 წლის 13 მაისს ქ. თბილისში. 1887 წლიდან სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, 1898 წელს - თბილისის სამუსიკო სასწავლებლის ჩელოს კლასში. 1898-1900 წლებში იყო ქართული ხალხური გუნდის (ხელმძღვანელი ს. კავსაძე) მომღერალი-სოლისტი. 1903 წელს გაემგზავრა პეტერბურგში და სიმღერას სწავლობდა ჯერ ი. პრიანიშკინოვთან, შემდეგ კი - ა. პანაევა-კარცევასთან. 1908 წელს დაბრუნდა თბილისში. იგი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ხალხი მას სიყვარულით "საქართველოს ბულბულსაც" ეძახდა. საქართველოს სახალხო არტისტი.