დაიბადა 1945 წლის 4 ოქტომბერს, ქ. თბილისში. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ფაკულტეტი. 1973 წელს მუშაობა დაიწყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტსტუდიაში, მულტიპლიკატორად. ამავე წელს მოსკოვში "სოიუზმულტფილმში" გაიარა სტაჟირება და მუშაობა გააგრძელა ამავე სტუდიაში დამდგმელ მხატვრად და რეჟისორად.