დაიბადა 1920 წლის 1 აპრილს ქ. ქუთაისში. მისი პირველი სცენიური ნათლობა შედგა 1936 წელს ქუთაისის რკინიგზის კლუბში. 1938 წლიდან იგი ქუთაისის თეატრის მსახიობია. სამამულო ომის პერიოდში ქუთაისის თეატრთან ჩამოყალიბდა მხატვრული ბრიგადა, რომელიც ემსახურებოდა სამხედრო ნაწილებს. სადაც იგი ასრულებდა რუსულ, ქართულ და უკრაინულ სიმღერებს. 1943 - 1944 წლებში მუშაობს ქ.თბილისის სანკულტურის თეატრში. 1945-1956 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში. 1956 წლიდან გამოდიოდა ესტრადაზე სახელმწიფო ფილარმონიაში. მუსიკალური ფელეტონებით, პაროდიებით, კონფერანსიედ.