დაიბადა 1985 წლის 20 ივნისს. 2008 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, პედაგოგი - შალვა გაწერელია. 2007 წლიდან იყო თავისუფალი თეატრის მსახიობი, ხოლო 2010 წლიდან არის ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი. 2010 წელს მიენიჭა პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.