დაიბადა 1939 წლის 26 დეკემბერს. დაამთავრა ქუთაისის 22–ე საშ. სკოლა. სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიულ ფაკულტეტზე, შემდეგ კი 1967–61 წ.წ. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. განაწილებით გააგზავნეს ფოთის სახელმწიფო თეატრში სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა წამყვან მსახიობად. საიდანაც გადმოვიდა თბილისის მინიატურების თეატრში სადაც ორი წელი იყო მსახიობი. შემდეგ კი ჩამოაყალიბა საკუთარი მოძრავი საბავშვო თეატრი “აისი=90“ და დღემდე ხელმძღვანელობს მას.