დაიბადა 1920 წლის 3 მაისს სოფ. ნიგვზიანში (ლანჩხუთის რაიონი). 1939 წელს მუშაობდა თბილისის თოჯინებისა და ლანდების თეატრში; 1939–1941 წლებში იმყოფებოდა წითელი არმიის რიგებში; 1941–44 წლებში – ტყვედ პოლონეთში; 1946–50 წლებში მუშაობდა ქალაქების პოდოლსკისა და თბილისის სხვადასხვა დაწესებულებებში ინსტრუქტორად; 1954–66 წლებში სურამისა და კეჩხობის სანატორიუმებისა და დასასვენებელი სახლების კულტინსტრუქტორად; 1974 წლიდან გარდაცვალებამდე კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ ჯერ უფროს ადმინისტრატორად, შემდეგ კი 1976 წლიდან ფილმის დირექტორად.