დაიბადა1945 წლის 4 სექტემბერს ქ. ბუიში (კოსტრომის ოლქი). დაამთავრა თბილისის 42-ე საშუალო სკოლა. 1963-1967 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე (აკაკი ხორავას ჯგუფი). 1967 წლიდან მესხეთის თეატრის მსახიობი მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია. 1977 წლიდან მეტეხის თეატრის მსახიობია, 1978 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მეტყველების პედაგოგად. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1977).